ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა“ ლიგა 1-ში გადასასვლელ პლეი-ოფში „როდეზს“ უმასპინძლა და მეტოქე პენალტების სერიაში დაამარცხა – 7:6. ძირითადი დრო 0:0 დასრულდა და გუნდებმა პირდაპირ პენალტები დაარტყეს.
ქართველი შემტევი ყველაზე აქტიური იყო. ჯერ დრიბლინგით სცადა გატანა, შემდეგ შესანიშნავად დაარტყა საჯარიმო გარედან და ბურთი კარს ოდნავ ასცდა.
პენალტების სერიაში პირველი დარტყმა დავითაშვილმა შეასრულა და შეაგდო. სერიაში უპირატესობა ხელიდან ხელში გადადიოდა და „სენტ ეტიენი“ ბეწვზე გადარჩა, რომ არ გავარდა.
ზურიკოს შეფასებები: Flashscore – 7.2; Sofascore – 8.0.
„სენტ ეტიენს“ ლიგა 1-ში გადასასვლელად ერთი თამაშის მოგება უნდა: ფინალში მისი მეტოქე ლიგა 1-ის მეთექვსმეტეადგილოსანი იქნება: „ლე ავრი“ (32 ქულა), „ოსერი“ (31) ან „ნიცა“ (31). მეტოქის ვინაობა ლიგა 1-ის ბოლო ტურში, 17 მაისს გაირკვევა.
ფინალი ორმატჩიანი იქნება.
