ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგი“ მეორე ბუნდესლიგის ბოლო, 34-ე ტურში „ჰანოვერს“ ესტუმრა და უხვგოლიანი ფრე ითამაშა – 3:3.
ქართველი მცველი ძირითადში იყო და სრულად ითამაშა.
52-ე წუთზე ლოჩოშვილმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, რის გამოც მასპინძლები დაწინაურდნენ – 3:2. მაგრამ 83-ე წუთზე ლუკამ ანგარიში გაათანაბრა და თავის გუნდს ქულა მოუტანა, ხოლო „ჰანოვერი“ სამეულს მიღმა და შესაბამისად პლეი-ოფს მიღმა დატოვა.
შეფასებები: Flashscore – 6.4; Sofascore – 7.0; Whoscored – 7.1.
ლოჩოშვილმა ამ სეზონში ჩემპიონატის 33 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

Tor Treffer Torschuß zum 3:3 – Torschütze Luka Lochoshvili (24, 1. FC Nürnberg / FCN ) gegen Ime Okon (20, Hannover 96 H96 )
ჰანოვერი – ნიურნბერგი 3:3
გოლები: 0:1 ზომა (25), 1:1 უდენი (30), 2:1 ტაიბი (45), 2:2 ზომა (47), 3:2 ლოჩოშვილი (51, საკ. კარში), 3:3 ლოჩოშვილი (83)
„ნიურნბერგმა“ ჩემპიონატი 46 ქულით მე-8 ადგილზე დაასრულა.
