გერმანიამ ბრაზილიას გაუსწრო: ვის აქვს ყველაზე მეტი გოლი გატანილი მუნდიალებზე

გერმანიის ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კურასაოსთან შთამბეჭდავი გამარჯვებით დაიწყო – 7:1. ამით ბუნდესგუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი გუნდი გახდა – 239 გოლი 113 მატჩში.

აქამდე რეკორდი ბრაზილიას ეკუთვნოდა – 238 გოლი 115 მატჩში.
ბუნებრივია მას ლიდერობის დაბრუნების შანსი აქვს.

აი ყველაზე მეტი გოლის გამტანი ნაკრებები:

გერმანია – 239 (113 მატჩი)
ბრაზილია – 238 (115 მატჩი)
არგენტინა – 152 (88 მატჩი)
საფრანგეთი – 136 (73 მატჩი)
იტალია – 128 (83 მატჩი)
ესპანეთი – 108 (67 მატჩი)
ინგლისი – 104 (74 მატჩი)

მსგავსი ამბები