იაპონია ევროპასთან არ აგებს, შვედეთს ინგლისელი უხდება: მუნდიალის საინტერესო ფაქტები

შვედეთის ნაკრების ინგლისელი მწვრთნელი გრემ პოტერი მეორე უცხოელია, ვინც ამ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე ხელმძღვანელობს. პირველიც ინგლისელი იყო: ჯორჯ რეინორი, რომელმაც შვედებს 1950 წელს ბრინჯაოს მედლები მოაგებინა, ხოლო 1958 წელს ფინალში გაიყვანა.

შვედეთმა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში 5 გოლი 1938 წლის შემდეგ პირველად გაიტანა – 88 წლის შემდეგ.

სვანბერგმა გოლი შეცვლაზე შესვლიდან 18 წამში გაიტანა. 1966 წლიდან მოყოლებული მხოლოდ მორალესმა გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში უფრო სწრაფად – 16 წამში 2002 წელს.

ტუნისს მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩი 1978 წლის შემდეგ არ მიუგია.

შვედეთმა მსოფლიო ჩემპიონატების 12 სასტარტო მატჩიდან მხოლოდ ორჯერ წააგო – 5 მოგება, 5 ფრე, 2 წაგება: 0:1 იტალიასთან 1970 წელს და 1:2 ბრაზილიასთან 1990 წელს.

ეკვადორის ნაკრების კაპიტანი, ენერ ვალენსია ისტორიაში მეორე ფეხბურთელი, რომელმაც მესამე მუნდიალზე ითამაშა. პირველი ედისონ მენდესი იყო.

19 წლის და 212 დღის იან დიომანდე გახდა კოტ დ’ივუარის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც მუნდიალზე ითამაშა.

ემერს ფაე კოტ დ’ივუარის ისტორიაში პირველია, ვინც ეს ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე წარადგინა როგორც ფეხბურთელმა და როგორც მწვრთნელმა. ის 2006 წლის მუნდიალზე თამაშობდა.

ნიდერლანდები და იაპონია მსოფლიო ჩემპიონატებზე ერთმანეთს მეორედ შეხვდნენ. 2010 წლის მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე ნიდერლანდებმა 1:0 მოიგო.

ნიდერლანდებს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი არ წაუგიათ 2010 წლის ფინალში ესპანეთთან 0:1 შემდეგ: 13 მატჩი. გუნდმა ბრაზილიის რეკორდი გაიმეორა.

ნიდერლანდებს მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩი ზედიზედ 17 მატჩია არ წაუგია (1994 წლიდან).

ნიდერლანდები მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით მატჩებში დაუმარცხებელია – 7 მოგება და 3 ფრე. ეს რეკორდია.

2019 წლიდან მოყოლებული, იაპონიის ნაკრებს ევროპულ გუნდებთან თამაში არ ჰქონდა წაგებული – 7 მატჩი. იაპონიამ ზედიზედ მე-8 წაუგებელი შეხვედრა ითამაშა ევროპულ ნაკრებებთან.
იაპონიამ ბოლო მუნდიალზე ჯგუფში მოუგო გერმანიას და ესპანეთს, პლეი-ოფში კი ხორვატიასთან ფრედ ითამაშა და პენალტების სერიაში დამარცხდა.

იაპონიის ნაკრებს მოგებული ჰქონდა ბოლო 4 მუნდიალის სასტარტო მათჩი.

ნიდერლანდების ნაკრების ძირითადში პირველად ვერ მოხვდა (მსოფლიოს ჩემპიონატებზე) ნიდერლანდების ჩემპიონატიდან თუნდაც ერთი ფეხბურთელი.

მსოფლიოს ჩემპიონატებზე იაპონიის ნაკრების ბოლო 9 გოლიდან 8 მეორე ტაიმებში გავიდა.

34 წლისა და 341 დღის ასაკში ვირხილ ვან დეიკი ნიდერლანდების ნაკრების მეორე ყველაზე ასაკოვანი გოლის ავტორია მსოფლიოს ჩემპიონატებზე ჯოვანი ვან ბრონკჰორსტის შემდეგ – 35 წლისა და 151 დღის.

პირველად მოხდა, რომ ნიდერლანდების ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატში ვერ მოიგო თამაში, რომელშიც ორჯერ დაწინაურდა.

მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, კურასაო ყველაზე პატარა ქვეყანაა მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეთა შორის: დაახლოებით 150 ათასი მოსახლე.

40 წლის და 79 დღის მანუელ ნოიერ, გახდა გერმანული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი, ვისაც მსოფლიო ჩემპიონატზე უთამაშია. მან ლოტარ მათეუსის რეკორდი მოხსნა.

ევროპულმა გუნდებმა მსოფლიო ჩემპიონატის ოთხ მატჩში ვერ შეძლეს გამარჯვება, როდესაც წინ იყვნენ. მხოლოდ შოტლანდიამ და გერმანიამ მოიგეს ანგარიშში დაწინაურების შემდეგ.

მსგავსი ამბები