გერმანიას ცოტა დააკლდა: ყველაზე დიდი გამარჯვებები მუნდიალებზე – ნოიერი მათეუსზე ბებერია

გერმანიამ მსოფლიო ჩემპიონტის პირველ მატჩში დებიუტანტი კურასაო დიდი სხვაობით დაამარცხა – 7:1.
ამ მუნდიალზე ერთ მატჩში 8 გოლი აქამდე არ გასულა და არც 6-ბურთიანი სხვაობით მოუგია ვინმეს. თუმცა ყველაფერი წინაა.

გერმანელთა მეკარე მანუელ ნოიერი ყველაზე ხანდაზმული გერმანელი ფეხბურთელი გახდა მსოფლიო ჩემპიონატზე: მან 40 წლის და 79 დღის ასაკში ითამაშა და ლოთარ მათეუსის რეკორდი მოხსნა.

მოკლედ, გერმანიას ცოტა დააკლდა, რომ ყველაზე დიდი სხვაობით გამარჯვებებში კიდევ ერთხელ შესულიყო.

მსოფლიო ჩემპიონატებზე ყველაზე დიდი გამარჯვებები კი ასეთია:

1982: უნგრეთი – სალვადორი 10:1
1954: უნგრეთი – სამხრეთ კორეა 9:0
1974: იუგოსლავია – ზაირი 9:0
1938: შვედეთი – კუბა 8:0
1950: ურუგვაი – ბოლივია 8:0
2002: გერმანია – საუდის არაბეთი 8:0
1954: ურუგვაი – შოტლანდია 7:0
1954: თურქეთი – სამხრეთ კორეა 7:0
1974: პოლონეთი – ჰაიტი 7:0
2010: პორტუგალია – ჩრდილოეთ კორეა 7:0

რაც შეეხება 7:1-ს, ასეთი ანგარიში 4-ჯერ დაფიქსირდა და ალბათ გერმანიას მისი გახსენება ყველაზე მეტად უყვარს: 2014 წელს ბრაზილიას მოუგო ნახევარფინალში 7:1. ასევე 7:1 მოუგო იტალიამ აშშ-ს 1934 წელს და ბრაზილიამ შვედეთს 1954 წელს.

მსგავსი ამბები