ილია თოფურია UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა. ქართველმა მებრძოლმა მეოთხე რაუნდის შემდეგ ჩხუბის გაგრძელება ვერ შეძლო და ეპიკური დაპირისპირებაც ამერიკელის სასარგებლოდ დასრულდა.
ამ შედეგს თითქმის არავინ ელოდა – საჩემპიონო ბრძოლამდე გეიჯი აშკარა ანდერდოგი იყო, თუმცა, კრიტიკოსებს საპირისპირო დაუმტკიცა და დაუმარცხებელი მეტოქე დაამარცხა.
ილია თოფურიამ თეთრ სახლში სისხლი დაღვარა და ბრძოლა წააგო
აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში UFC Freedom 250-ის შემდგომი ოფიციალური პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას ტურნირში მონაწილე თითქმის ყველა მონაწილე ესწრებოდა – ილია თოფურიას და ალექს პერეირას გარდა. თუმცა, მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონის არყოფნა განსაკუთრებით შესამჩნევი იყო.
როგორც აღმოჩნდა, მთავარ ბრძოლაში ჯასტინ გეიჯისთან უმძიმესი მარცხის შემდეგ, ქართველი მებრძოლი პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„მატადორის” ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პირველი კომენტარი ორგანიზაციის პრეზიდენტმა, დანა უაითმა გააკეთა:
„გეიჯის ხელიც არ ჰქონდა აწეული, ილია ოქტაგონიდან რომ გამოვიყვანეთ და პირდაპირ საავადმყოფოში წავიყვანეთ.
ილია საავადმყოფოშია. ბევრი ზიანი მიიღო. ექიმი არ ვარ, მაგრამ ისე გამოიყურებოდა, რომ თვალბუდის ძვალი ჰქონდა ჩამტვრეული. დანამდვილებით არ ვიცი ჯერ, თუმცა ამას ვვარაუდობ. [ილია] ახლა სახლში უნდა დაბრუნდეს და იმდენი დრო აიღოს დასასვენებლად, რამდენიც სჭირდება. დღევანდელი საღამო მისთვის მძიმე იყო. ერთადერთი, რაც მინდა, რომ ჯანმრთელად იყოს, კარგად იყოს… მის შემდეგ ბრძოლაზე ჯერ არც კი ვფიქრობ. მინდა, სახლში დაბრუნდეს, დაისვენოს და გამოჯანმრთელდეს.”
დრამატულმა დაპირისპირებამ საღამოს საუკეთესო მატჩის ჯილდო დაიმსახურა, ხოლო გამარჯვებულ გეიჯის დამატებით საუკეთესო პერფორმანსის ბონუსიც ერგო. დანა უაითის თქმით, ამერიკელმა სულ 825 00 დოლარი მიიღო. რაც შეეხება უშუალოდ ბრძოლას, უაითი ორივე მებრძოლის გამოსვლით აღფრთოვანებული იყო.
“საღამოს საუკეთესო ბრძოლა იყო, მაგრამ [სინამდვილეში] წლის საუკეთესო ბრძოლაა, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბრძოლაა… იმ ბრძოლაში ყველაფერი ნახეთ!”, – აღნიშნა UFC-ის პრეზიდენტმა.
ბრძოლის შემდეგ, 37 წლის ამერიკელმა ჯო როგანთან საუბრისას ილია შეაქო, თუმცა, შემდეგ უკვე ვრცელ ინტერვიუში აღნიშნა, რომ თოფურიასთვის ისევ მწვერვალზე დაბრუნება რთული იქნებოდა.
“ამ ბიჭის მაგარი ფანი ვარ, მაგრამ აქედან რას აპირებს… ძალიან რთული იქნება მისთვის მწვერვალზე დაბრუნება. არასდროს მქონია ისეთი აზროვნება, როგორიც მას აქვს. არასდროს მეგონა ჩემი თავი დაუმარცხებელი. ამ ბიჭზე ცუდის თქმა არ მინდა, ის მსოფლიოს ჩემპიონი იყო, მაგრამ ის ახლა საავადმყოფოშია, მე – არა”, – თქვა გეიჯიმ.
მას სავარაუდო რემატჩზეც დაუსვეს კითხვა, რაზეც ჩემპიონმა თქვა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მეტოქს აჯობა და დანებება აიძულა: “ჩემი აზრით, რემატჩი არ იქნება, რადგან ვაიძულე, რომ სკამზევე დანებებულიყო.”
პირველ რაუნდში, ერთ-ერთი uppercut-ის შემდეგ ჯასტინმა ილიას ზიანი მიაყენა, რის შემდეგაც ქართველს სისხლი წამოუვიდა. გეიჯიმ ამაზეც ილაპარაკა: “ის იმდენად ნაზია, რომ როგორც კი სისხლი დაინახა, ძალიან შეწუხდა და გამუდმებით იმოწმებდა. მაგრამ ის ძალიან სახიფათოა, ჩემ თავს ვეუბნებოდი, რომ ჩემი უნარებისთვის დამეჯერებინა, არ ვყოფილიყავი ემოციური. ამაზე მაგარი ემოცია არ არსებობს.”
betsson.sport
