მსოფლიო ჩემპიონატისადმი მიძღვნილი გადაცემის სტუმარი იყო ცნობილი ქართველი სპორტული ჟურნალისტი ბიძინა ბარათაშვილი. გადაცემის აუდიოჩანაწერის მოსმენა აქვე შეგიძლიათ.
ბიძინა ბარათაშვილი:
- 48 გუნდი მეტისნეტად გაზრდილი რაოდენობაა. როდესაც დიდად განსხვავებული კლასის გუნდები ხვდებიან, აქ ხარისხი ან შედეგზე საუბარი არასერიოზულია, როცა იცი, რომ ერთი გუნდი დაჯაბნის მეორეს.
მუნდიალების საფეხბურთო დონე იკლებს და არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ჩემპიონთა ლიგას ენიჭება პრიორიტეტი, როდესაც საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა ხდება.
- ჩემთვის დასამახსოვრებელი 1978 წლის ჩემპიონატია, როდესაც არგენტინა, რომელსაც მე ვქომაგობ, პირველად გახდა ჩემპიონი და ემოციურად ეს იყო სიხარულის მომტანი, მაგრამ გუნდების საშუალო ხარისხით 1982 წელი იყო საოცარი. ბევრი მაღალი დონის მატჩი გაიმართა.
